geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესებისთვის შესარჩევი კონკურსი.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს, 2026-2027 აკადემიური წლის განმავლობაში საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდების შესარჩევად.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამების ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეს, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია.

 

საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს დღის ბოლოსთვის.

 

I ეტაპი - გასაუბრება 4 და 5 აგვისტო.

II ეტაპი - წერითი/ზეპირი გამოცდა 13 აგვისტო.[1]

 

 

 

[1] თარიღი შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით გეცნობებათ.

თარიღი: 01/08/2026